
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პტენის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ქიმიის საგნის ფარგლებში დიფუზიის პროცესი შესწავლეს.
აქტივობის მიზანი იყო ფიზიკური პროცესების გამოცდილებით გაცნობა და მეცნიერული მეთოდების პრაქტიკული გამოყენება.
პედაგოგი, გულნაზი კოჩალიძე, აღნიშნავს, რომ ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეების შემეცნებით ინტერესს და მათი ცოდნის გაღრმავებას რეალურ პროცესებზე დაკვირვების გზით.