
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყაურმის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება, რომელიც შემოდგომის გაცილებას მიეძღვნა.
ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა „ოქროსფერი შემოდგომის“ დამშვიდობებას მიეძღვნა მონაწილეობა მიიღეს პირველი, მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა.
ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა თემატური გამოფენა მოაწყეს და საბავშვო სომეხი მწერლების ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლიც დადგეს. ღონისძიება თემატური ლექსებით, სიმღერებითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
ღონისძიებას ყაურმის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სომხური ენის პედაგოგი, წოვინარ ბაბოიანი, რომელსაც დიდ მადლობას უხდის სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტოები: