
თბილისის N108 საჯარო სკოლაში, მე-10 დ კლასის მოსწავლეები საქართველოს ანტიკური ეპოქის შესწავლის ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ, რის შემდგომაც მიღებული შთაბეჭდილებებით მუზეუმში არსებული არტეფაქტებთან მიახლოებული ნიმუშები თავადაც შექმნეს.
მოსწავლეებმა მოინახულეს არტეფაქტები და ეროვნული საგანძური, რაც გახდა მათი შემოქმედებითი ინსპირაციის მთავარი წყარო. დამოუკიდებლად შექმნეს ორიგინალ არტეფაქტებთან ვიზუალურად მაქსიმალურად მიახლოებული ნიმუშები. ნამუშევრებში თვალსაჩინოდ ჩანდა მათი შრომა, დეტალებზე ზრუნვა და ისტორიისადმი ინტერესის მაღალი დონე.
ისტორიის პედაგოგი, ნანა ზაზანაშვილი, და მე-10 დ კლასის დამრიგებელი, ლია ჭეფხოძე, აღიარებენ, რომ ასეთი პრაქტიკული აქტივობები მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს მოსწავლეების განათლებასა და ეროვნულ მემკვიდრეობასთან ემოციურ კავშირზე.