პტენის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე „წითელქუდას“ ზღაპარის პრეზენტაცია წარადგინეს 
08-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე შესწავლილი ზღაპარი - „წითელქუდა“ პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის სიუჟეტი, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს პერსონაჟებზე  და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და უანრები.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდა პედაგოგი თეა თოთაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარებას და უცხო ენის უკეთ ათვისებას, პრეზენტაციული უნარების განვითარებასა და ა.შ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203