ქუთაისის №32 საჯარო სკოლის IV კლასელებმა ტექნოლოგიების შესწავლაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სახალისო აქტივობებით გაიღრმავეს 
08-12-2025
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის №32 საჯარო სკოლის IV კლასელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ტექნოლოგიების შესწავლაში და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ, სახალისო დავალებად აქციეს.
 
„ბავშვებმა Microsoft Word-ში შექმნეს და გააფორმეს საკუთარი გაკვეთილების ცხრილები. პროცესი იმდენად შემოქმედებითი იყო, რომ გადავწყვიტეთ, შედეგები მხოლოდ კომპიუტერში არ შენახულიყო.
 
რჩეული ნამუშევრები ამოვუბეჭდეთ და ფერადი პრეზენტაცია მოვაწყვეთ; მოვიწვიეთ დამრიგებლები, თამარ წიწვაძე და სოფო კვერნაძე, რომელთა მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის; დასასრულს კი, მოსწავლეებს საჩუქრად გადავეცით მათ მიერვე შექმნილი ცხრილები.
 
საოცარი იყო ბავშვების თვალებში სიხარულის და გაოცების დანახვა საკუთარი ნაშრომის ხელში ჭერისას“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებს ზურა ხაკიანი და დოდო ხობელია საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკულ ცოდნას.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203