
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა თემატური ღონისძიებით გააცილეს.
კლასის დამრიგებლის, სონია აპარიანისა და მშობლიური ენის მასწავლებლის, მარინე ოგანესიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ნოემბრის ბოლოს, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით გააცილეს „ოქროს შემოდგომა“.
„დიდი მადლობა ჩვენს სონია და მარინა მასწავლებლებს იმ უდიდესი შრომისთვის, სიყვარულისთვის, შემოქმედებითი ენერგიისთვისა და ძალისხმევისთვის, რომელმაც ითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც უზარმაზარი როლი ითამაშა და საჭირო გამოცდილება მისცა ჩვენს პატარებს თავიანთი სასაკოლო ცხოვრების დამწყებ გზაზე“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: