
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის ფარგლებში უნიკალური გამოცდილება მიიღეს - მათი გაკვეთილი გაგრძელდა თეატრში, სადაც ბავშვები უკვე მაყურებლის როლში აღმოჩნდნენ.
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თეატრისადმი ინტერესის გაღვივება, ხელოვნების უფრო ახლოს გაცნობა და კლასგარეშე განათლების წახალისება.
მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით უყურეს სპექტაკლს, რომელიც მათთვის ერთდროულად საინტერსეო შემეცნებითი და გასართობი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: