ინგლისური ენის მასწავლებლის ნატო ვანაძემ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსი ჩაატარა
08-12-2025

ინგლისური ენის მასწავლებლის ნატო ვანაძის ორგანიზებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება Spelling Bee 2025

კონკურსი მე-6-7 კლასების მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა გამოავლინეს შესანიშნავი უნარები:

  •  სიტყვების ზუსტი მართლწერა
  •  სწრაფი რეაგირება
  •  გამბედაობა და სცენის კულტურა
  • გუნდურობა და ჯანსაღი კონკურენცია

კონკურსის დასასრულს გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილი, რომლებმაც განსაკუთრებული ცოდნა, ყურადღება და გამორჩეული შრომისმოყვარეობა დაგვანახეს.

 I-ადგილი - ილია ვანაძე
 II ადგილი - ირაკლი მარკოიძე
 III ადგილი - მანუჩარ მიქელაძე

„ყოველი მონაწილე იყო ღირსეული და ძლიერი კონკურენტი, მათ გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები ხოლო გამარჯვებულებმა დაიმსახურეს აპლოდისმენტები, პრიზები და ჩვენს პატარა „ჩემპიონთა“ რიგებში განსაკუთრებული ადგილი!

კონკურსი იყო ძალიან ემოციური, სახალისო და თან შემეცნებითი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ სწორი მოტივაციით შეუძლებელი არაფერია. დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, სკოლების ადმინისტრაციას შესაძლებლობისათვის და უზარმაზარი ბრავო ჩვენს პატარა „სპელერებს“ - ვამაყობ თქვენით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203