
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩამდურის საჯარო სკოლაში გაიმართა სეზონების ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიება - „შემოდგომის წაბრძანება და ზამთრის შემობრძანება“.
სასკოლო ზეიმში ჩართულმა მოსწავლეებმა სეზონურ თემატიკაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და შექმნეს თბილი, მხიარული ატმოსფერო.
ღონისძიების მიზანი იყო სეზონური ტრადიციების გაცოცხლება, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების წახალისება და ერთობლივი სასკოლო აქტივობების გამდიდრება.
იხილეთ ფოტოები: