საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის წევრები და პედაგოგები ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებისთვის მის წევრებსა და პედაგოგებს მაია ფიფიას და თეა ხარაზიშვილს სერთიფიკატები გადაეცათ.
გარდა ამისა, სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა გზამკვლევი წიგნი „საქართველოს სოკოები“, რომელიც მნიშვნელოვან დამხმარე საგანმანათლებლო რესურსად იქცევა მოსწავლეებისთვის.


