
წმინდა თამარ მეფის სხელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისთვის გასვლითი შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. მოსწავლეები საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
„წმინდა თამარ მეფის სხელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები (პრეზიდენტი მე - 11 კლასის მოსწავლე საბა ბალახაძე), სკოლის დირექტორთან, დეკანოზ მირიან სამხარაძესთან და დირექტორის მოადგილესთან, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერთან, საქართველოს ისტორიის პედაგოგ იოსებ აფაქიძესთან ერთად, ახლადრეაბილიტირებულ, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წლები, მერაბისა და ზვიად გამსახურდიას ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რუსეთის იმპერიის მიერ დამონებული საქართველოს მდგომარეობა მე-20 საუკუნეში..
მასპინძლობას მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად გვიწევდა, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მუზეუმის დირექტორი, ქალბატონი ციცინო მაღლაკელიძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: