არხილოსკალოს საჯარო სკოლის 2023–2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ
08-12-2025
დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაში გაიმართა 2023–2024 სასწავლო წლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
 
არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელმა ზაზა შოშიაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჯანაშვილმა.
 
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს 2023–2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის მედალზე დასრულებას, მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და ყველა მხარდამჭერს ასეთი შთამბეჭდავი და მამოტივირებელი ღონისძიების ჩატარებისთვის.
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის 2023–2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები – ოქროს მედლის მფლობელები არიან: ლიკა ბენაშვილი, ტატო ზაქაიძე, საბა კაპანაძე, ნიკა ბაბაშვილი.
 
„გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
 
გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე, პროფესიულ და პირად წინსვლას, თქვენივე მიზნების ახდენას. თქვენი მიღწევები განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანი არის როგორც თქვენი ოჯახებისთვის, ისე – ჩვენი სკოლისათვის.
 
სკოლა და პედაგოგთა კოლექტივი ამაყობს თქვენი შედეგებით და დარწმუნებულია, რომ თქვენი შრომა, ცოდნის სიყვარული და პასუხისმგებლობა მომავალშიც არაერთ დიდ წარმატებას მოგიტანთ“, - აღნიშნულია დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203