აბულის საჯარო სკოლაში მეათე კლასელებმა გარემოსდაცვით თემებზე იმუშავეს და თემატური პოსტერები მოამზადეს
08-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მეათე კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილი მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით გამორჩეული იყო.

მასწავლებელ კარინე ვოსკანიანის ინიციატივით, მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების: IUCN, UNDP და WWF საქმიანობა.

სწავლების პროცესში მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პოსტერები და პრეზენტაციები, რომლებშიც გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების შესახებ მიღებულ ინფორმაციას შეაჯამეს.

ვოსკანიანის თქმით, მსგავს აქტივობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეებში გარემოსადმი პასუხისმგებლობისა და სიყვარულის განვითარებაში, რაც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ უპირველეს მნიშვნელობას ატარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203