ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგ მარიკა ფრუიძის ორგანიზებით, გერმანული ენის კლუბმა საინტერესო პროექტი ჩაატარა
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებლების ინიციატივითა და ორგანიზებით კი მოსწავლეებისთვის სწავლა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით არის დატვირთული.
პედაგოგ მარიკა ფრუიძის ორგანიზებით გერმანული ენის კლუბმა საინტერესო პროექტი ჩაატარა ძმები გმირების ზღაპრის „ბრემენს მიმავალი მუსიკოსების“ მიხედვით.
კლუბის წევრებმა არამარტო წაიკითხეს, არამედ გააცოცხლეს ამ ცნობილი ზღაპრის პერსონაჟები:
დახატეს, აამეტყველეს და აამღერეს.
მრავალფეროვანი კადრებითა და უჩვეულო ჩანაფიქრებით წარმოადგინეს საკუთარი ზღაპრული სამყარო. მოსწავლეების მიერ საინტერესო, ლოგიკური პასუხები გაეცა ზღაპრის შექმნის უჩვეულო ისტორიიდან ქვიზ-შოუში დასმულ კითხვებს:
თუ რატომ დაერქვა ზღაპარს ბრემენელი მუსიკოსები?
იყვნენ თუ არა დევნილები ბრემენიდან?
ჩააღწიეს თუ არა საოცნებო ქალაქს?
რატომ დაუდგეს ძეგლი ბრემენში?
იხილეთ აქტივობის ვიდეო
აქ