სტუმრობა მოხუცებულთა თავშესაფარში, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში, სკოლის მოვლაში მონაწილეობა -  ქუთაისის №36 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტივობები
08-12-2025

ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში მოხალისეობის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ V–XII კლასის მოსწავლეები.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ერთად, ჩვენს სკოლაშიც აღინიშნა მოხალისეობის საერთაშორისო დღე. მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული „მოხალისეობის მარათონის“ ფარგლებში V–XII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან, კრეატიულ და გულისამაჩუყებელ აქტივობებში, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერისა და ერთმანეთზე ზრუნვისკენ იყო მიმართული.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა:

  • ქუჩაში დასაქმებულ მეეზოვეებს თბილი ჩაი და ყავა შესთავაზეს - მადლიერების და თანადგომის ნიშნად; 
  • მოაწყვეს საკუთარი ხელნაკეთი ტკბილეულის გაყიდვა, საიდანაც მიღებული თანხით შეიძინეს პირველადი საჭირო ნივთები და ეწვიენ მოხუცთა თავშესაფარს; აგრეთვე, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრს, მრავალშვილიან ოჯახებს და საჭიროების მქონე ოჯახებს.
  • იზრუნეს სკოლის დარაჯზე - სითბო და ყურადღება ყველას სჭირდება.
  • აქტიურად ჩაერთნენ სკოლის ბიბლიოთეკის დასუფთავებისა და მოწყობის პროცესში, რაც სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურა.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ზრუნვისა და სიკეთის კულტურის გაძლიერება იწყება σχολ-იდან იქ, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ თანადგომის მნიშვნელობას და საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობას.

მადლობა ყოველი მოსწავლის ჩართულობას! პატარა სიკეთეებს შეუძლია კეთილის ჯაჭვი გააგრძელოს!" - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ აქტივობის ამსახველი ვიდეოები, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ: 

ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3 ვიდეო 4;  

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203