„იავნანამ რა ჰქმნა?!“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დამრიგებლის, მაია მთვარაძის ორგანიზებით სცენური კომპოზიცია წარმოადგინეს
დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით. კვალიფიციურ პედაგოგთა ორგანიზებითა და ინიციატივით სკოლაში ხშირად ეწყობა შემოქმედებითი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით არიან ჩართულნი.
დიდი დმანისის საჯარო სკოლაში გაიმართა, იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. მეორე კლასელების დამრიგებლის მაია მთვარაძის ინიციტივით მოსწავლეებმა სიყვარულითა და შთაგონებით წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, წარმოადგინეს ლამაზი სცენური კომპოზიცია - „იავნანამ რა ჰქმნა“ და ყველა ბავშვსა და მასწავლებელს მიულოცეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს შემოქმედებით აქტივობებისთვის, მოწსავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის.
იხილეთ ფოტოები: