ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე- 4დ კლასის შემეცნებითი მოგზაურობა დედაქალაქში
08-12-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე- 4 კლასის პედაგოგმა ნანა გოგიტაურმა შესანიშნავი, შემეცნებითი და ემოციებით სავსე გასვლა მოაწყო დედაქალაქში. 

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კლასი, თბილისის მრავალფუნქციური დამოუკიდებელი თეატრის სპექტაკლს „იავნანამ რა ჰქმნა“-ს დაესწრო! სპექტაკლის ნახვას წინ უსწრებდა სკოლის კედლებში ი. გოგებაშვილის ამავე მოთხრობის შესწავლა-განხილვა. ბავშვები სპექტაკლს განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდნენ, აკვირდებოდნენ მსახიობებს, მათ თამაშსა და ემოციებს. საოცარი იყო მათი თვალებით დანახული ისტორია ქართველაძეების ოჯახზე, რაც მართლაც ღრმად აღიქვეს. სპექტაკლს მათთან ერთად ესწრებოდნენ მშობლებიც, რაც ზოგადად ბავშვების ემოციური სფეროსთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა, მსახიობები „პაკლონზე“ აღფრთოვანებით, გულუხვი ტაშით დააჯილდოვეს (ეს კულტურა უკვე აქვთ) და სცენაზე მსახიობებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს!

ამ დღეს ბავშვები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასაც ესტუმრნენ. ერთხმად ამოიკითხეს წარწერა – „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“– რაღათქმა უნდა სიამაყის შეგრძნებაა ამ შენობის ნახვა. თეატრის დიდოსტატების ვარსკვლავების დაფასების მიზნით მასწავლებელმა მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, და შენობის წინ სცენის ლეგენდების – ოთარ მეღვინეთუხუცესის, სოფიკო ჭიაურელისა, გივი ბერიკაშვილის, გურანდა გაბუნიას – ვარსკვლავები აჩვენა, რაც ბავშვებს განსაკუთრებულად მოეწონათ. ამით ბავშვებს აგრძნობინა თითოეული მსახიობის დიდი შემოქმედება და როგორ უყვარს ქართველ ერს ისინი. ნანა მასწავლებელი თვლის, რომ დრო მოვა და მსგავსი დღეები დაამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ცოცხალი შემოქმედებისა და კულტურის შეგრძნებებით სწავლა.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203