
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო გასვლითი პროექტი - „ზუგდიდის დადიანების ისტორიული სასახლე“ განხორციელდა.
მოსწავლეები დადიანების ისტორიულ რეზიდენციას ესტუმრნენ და ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონატები, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის - დავით დადიანისა და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები დაათვალიერეს. სასახლის ეზოში კი საინტერესო ღონისძიებაც გამართეს.
სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც დააგროვეს.
სასწავლო გასვლითი პროექტს მასწავლებელი კახა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: