
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
აღსანიშნავია, პროექტი - „ნორჩ მხატვართა უკიდეგანო ფანტაზია!“, რომელიც სწორედ მოსწავლეთა შემოქმედებითობის წახალისებას ემსახურებოდა.
პროექტი მე-5 - მე-12 კლასების მხატვარ-მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა.
მოსწავლეებმა თემაზე „ოქროს შემოდგომა“ მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათი ნახატები სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ შეაფასა.
ჟიურის წევრები იყვნენ: მანანა ქარდავა- დირექტორის მოადგილე, ირმა ქარდავა-მასწავლებელი, მანონი ჯახაია-მშობელი.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ - ხელოვნების მასწავლებელი რუსუდან შონია და Ბიბლიოთეკარი მაია გეთია.
იხილეთ ფოტოები: