„პატრიოტიზმი“ - შთამბეჭდავი ღონისძიებით გაცოცხლებული საქართველოს ისტორია  კოხტის საჯარო სკოლაში
05-12-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორია გააცოცხლეს.

3 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ისტორიული ღონისძიება სახელწოდებით - „პატრიოტიზმი“.

ღონისძიებაში მონაწილეობდა III-დან XII კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე.

წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და პიროვნებები, ისტორიული მოვლენები გაცოცხლდა მცირე სპექტაკლებით, რომელიც მთლიანად ეროვნულ მოტივებზე იყო აწყობილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული სულის გაღვივება, პატრიოტიზმის არსის გააზრება და იმის ჩვენება, რომ თანამედროვე ადამიანსაც შეუძლია იყოს პატრიოტი კარგი საქმეებით, პასუხისმგებლობითა და წარსულის ცოდნაზე დაფუძნებული ღირსეული მომავლით.

ღონისძიება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა მშობელთა, მასწავლებელთა და მაყურებელთა აქტიურმა ჩართულობამ. ​კითხვა–პასუხის სესიაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თემებს: რამდენად დიდ როლს თამაშობენ მშობლები შვილების აღზრდაში, ზრდიან თუ არა ისინი ბავშვებს ეროვნულ ღირებულებებზე და რამდენად კარგად იცნობენ ჩვენს ისტორიას.

მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რისთვისაც ღონისძიების ხელმძღვანელი,ისტორიის მასწავლებელი მეგი ფარჯიანი თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას უხდის. 

„ერთობლივი შრომისათვის მადლობა ყველას: მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203