
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები პატრიოტულ ღირებულებებსა და საქართველოს ეროვნულ გმირთა მაგალითებზე იზრდებიან.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები (პრეზიდენტი - მე - 11 კლასის მოსწავლე საბა ბალახაძე), სკოლის დირექტორ დეკანოზ მირიან სამხარაძესთან და დირექტორის მოადგილესთან, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერთან, საქართველოს ისტორიის პედაგოგ იოსებ აფაქიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალურ ახლადრეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წლები, მერაბისა და ზვიად გამსახურდიას ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რუსეთის იმპერიის მიერ დამონებული საქართველოს მდგომარეობა მე-20 საუკუნეში.
მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მუზეუმის დირექტორმა - ციცინო მაღლაკელიძემ.
იხილეთ ფოტოები: