
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, სახალისოა. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ და მოზარდებს გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა სივრცული ფიგურები შეისწავლეს და პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.
ბავშვებმა მომზადებული მასალების საშუალებით ისაუბრეს სხვადასხვა ფიგურის ფორმებზე, თვისებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების მაგალითებზე.
მოსწავლეებმა თემა სიღმისეულად გაიაზრეს და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეო: