
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია მარნეულის მეოთხე სკოლის დირექტორი, რომელმაც ატესტატის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 დოლარი გამოართვა.
როგორც გამართულ ბრიფინგზე ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ დირექტორმა „ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს 300 აშშ დოლარი გამოართვა“.
აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ქრთამის აღების დახმარების ფაქტზე ასევე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლზე ახალი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსის უფროსისთვის გადასაცემად ერთ-ერთ მოქალაქეს 3000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ გამოართვა 1500 ლარი. პირს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.