მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის შეხვედრას ჩაატარებს - განიხილება 4 მნიშვნელოვანი საკითხი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 8 დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება ვებინარი თემაზე: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის როლი ინკლუზიურ განათლებაში“.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:
- ინდივიდუალური ასისტენტის სერვისი;
- ინდივიდუალური ასისტენტის როლი სწავლა-სწავლების პროცესში;
- ასისტირების პროცესში დაბალანსებული მხარდაჭერის მნიშვნელობა;
- რეკომენდაციები.
მოწვეული სტუმარი: მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი - ინკლუზიური განათლების სპეციალისტი.
ვებინარის ფასილიტატორი: სოფიკო ცირგაია - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მაგისტრი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი.
ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Teams-ის გამოყენებით. დასასწრებად, მითითებულ დროს გამოიყენეთ
ბმული