
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იხტილის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ქართული, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, გამართეს ღია გაკვეთილი თემაზე „რთველი“.
ბავშვებმა არა მხოლოდ შეისწავლეს ახალი სიტყვები, არამედ გაიცნეს ქართული ტრადიციები და ისტორია, ასევე განიხილეს რთველის მნიშვნელობა ქართველი ხალხის კულტურაში.
ღია გაკვეთილის წამყვანი და ორგანიზატორი იყო იხტილის საჯარო სკოლის პედაგოგი, გაიანე დარბინიანი რომელმაც აღნიშნა, თუ რამდენმად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: