
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.
თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, წელიწადის ამ უმშვენიერეს სეზონს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
- რატომ გვიყვარს შემოდგომა, ყველას დიდსა თუ პატარას? - დასვეს კითხვა მოსწავლეებმა და თავადვე გასცეს პასუხი. შემდეგ კი დასძინეს, რომ ალბათ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ვერც წლევანდელი შემოდგომა ვერ დატოვეს ყურადღების მიღმა და ნოემბრის ბოლოს დიდი ღონისძიებით მხიარულად გააცილეს ეს ბარაქიანი და ოქროსფერი წელიწადის დრო.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ამავე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს - ნელიკო ჭურჭელაურს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.