
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის Მე-3გ კლასში (კლასის ხელმძღვანელი ნარგიზა შელია) ჩატარდა კითხვის საათი თემაზე - „პინოქიოს თავგადასავალი“
გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ როგორც ტექსტის მოსმენაში, ისე მისი შინაარსის განხილვაში.
განსაკუთრებით დინამიკური იყო დიალოგი პინოქიოს ქცევებზე, ტყუილის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე.
„ბავშვებმა აქტიურად გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, რაც დაეხმარა მათ პერსონაჟებთან გაიგივებაში. კითხვებზე პასუხისას შეიმჩნეოდა, რომ ტექსტის მთავარი აზრი და სათქმელი კარგად გაითავისეს. მომავალში სასარგებლო იქნება დამატებითი კრეატიული ამოცანების ჩართვა, რათა მათი ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები კიდევ უფრო განვითარდეს“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ბავშვებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: