დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
05-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.

თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იხალისეს.

ღონისძიებაში სახელწოდებით - „ნახვამდის შემოდგომა“ მონაწილეობდნენ მე-3, მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეები. რომელთაც ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203