
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
V კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თეა გურგენიძის ხელმძღვანელობით, კერამიკის სახელოსნოს სტუმრობდნენ.
კერამიკის სახელოსნო PoPoterie-ში V კლასის მოსწავლეთათვის საინტერესო მასტერკლასი ჩატარდა.
ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს თიხის დამუშავების პროცესის მიმართ, საკუთარი ხელით შექმნეს საახალწლო დეკორაციები და თავიანთი გემოვნებით გააფერადეს.
მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებიდან სასიამოვნო ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: