„რა მნიშვნელობა აქვს ძილს?“  - იყალთოს საჯარო სკოლაში თემატური კვირეული ჩატარდა
05-12-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახალახან, სპეციალური მასწავლებლებისა და სკოლის ექთნის ორგანიზებით ჩატარდა თემატური კვირეული – „რა მნიშვნელობა აქვს ძილს?“ 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ჯანსაღი ძილის მნიშვნელობა.

კვირეულის მანძილზე მოსწავლეები გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • რატომ გვჭირდება კარგი ძილი?
  • როგორ ეხმარება ეს სწავლის პროცესს?
  • როგორ დავიცვათ ჯანმრთელი ძილის რუტინა?
  • რა ტიპის მძინარები ვართ და როგორ ვუწყობთ ხელს საკუთარ ენერგიას?.

კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203