
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, მოსწავლეები სიღნაღში ჩასულ ინოვაციური აზროვნების ტურს შეუერთდნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ახალ ტექნოლოგიებს, სტარტაპ ეკოსისტემას და ტექნოპარკების სერვისებსა და შესაძლებლობებს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, სადაც თავი გამოიჩინეს წნორის N3 სკოლის მოსწავლეებმა - ანანო ბალიაშვილმა, გიორგი მოსულიშვილმა, დავით მარტაშვილმა.
გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
იხილეთ ფოტოები: