ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
05-12-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას ემსახურება. 

აღსანიშნავია, საშემოდგომო ზეიმი, რომელმაც სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალა. ზეიმი იყო ძალიან ხალისიანი და შთამბეჭდავი. ყველა მოსწავლემ დიდი სიხარულით ჩაერთო ღონისძიებაში და წელიწადის ეს უმშვენიერესი სეზონი მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით გააცილა. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები.

სკოლის პედაგოგები მადლობას უხდიან მოსწავლეებს სასიამოვნო ღონისძიებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203