
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა განსაკუთრებული სითბოთი და ემოციით გააცილეს.
მე-3 კლასის მოსწავლეების- მასწავლებელ ნანა კანკიას ორგანიზებით და პირველი კლასის მოსწავლეების - მასწავლებელ ეკა ჭოჭუას თანამონაწილეობით, მაყურებელს წარუდგინეს მრავალფეროვანი პროგრამა: მხატვრულად წაიკითხეს ლამაზად შერჩეული ლექსები შემოდგომაზე, შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.
ბავშვებმა და მასწავლებლებმა დიდი მონდომებით მოაწყვეს ეთნოგრაფიული კუთხე, გამოიტანეს ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები, სოფლის ატრიბუტები და შემოდგომის ნობათი, გამოფინეს შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატები და ამოავლეს ჩურჩხელები.
შემოდგომის სადღესასწაულო გარემო ბავშვებისა და პედაგოგების ერთობით, სითბოთი, ხელოვნებისა და ტრადიციის სიყვარულით შეიქმნა.
„მადლობა თანადგომისთვის სკოლის ადმინისტრაციას, კოლეგებს, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს და მშობლებს, შემოდგომის ზეიმის სრულყოფილად და ლამაზად ჩატარებისთვის“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: