
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პირთა უფლებების შესახებ. თარიღთან დაკავშირებით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით - „თანასწორობა ჩვენს სკოლაში“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამ დღის ისტორია და საქართველოში არსებული კანონმდებლობა, რითაც ხაზი გაესვა თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპებს. მოეწყო ინტერაქციული მინი-აქტივობები: „რას ნიშნავს თანასწორობა ჩვენს სკოლაში?“ „რას გავაკეთებ მე შშმ თანაკლასელის მხარდასაჭერად“
„ჩვენი სკოლისთვის ინკლუზია არ არის უბრალოდ სიტყვა — ეს არის ყოველდღიური ღირებულება და მზაობა. ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც მზად არის მიიღოს, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ყველა თანატოლი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სპეციალურმა მასწავლებელმა - მარინა საგინაძემ.
იხილეთ ფოტოები: