მინიმალური გამსვლელი საგამოცდო ქულები თითოეული დონისთვის - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
12-12-2025
წელს პირველად ჩატარდება სახელმწიფო ენის გამოცდა, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ტესტის მაქსიმალური ქულაა 100. იმისათვის, რომ A1 და B1 დონეების გამოცდა აპლიკანტს წარმატებით დაძლეულად ჩაეთვალოს, მან უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი (41 ქულა და მეტი), ხოლო A2 და B2 დონეების შემთხვევაში, მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (61 ქულა და მეტი).
 
ამასთან, ყველა გამოსაცდელმა აუცილებლად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) მაქსიმალური ქულის (25 ქულა) შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი:
  • A1 და B1 დონეებისთვის - მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულის 35%-ზე მეტი (9 ქულა და მეტი), კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი (11 ქულა და მეტი), წერის ნაწილში მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (7 ქულა და მეტი), ლაპარაკის ნაწილში 25%-ზე მეტი (7 ქულა და მეტი);
  •  A2 და B2 დონეებისთვის - მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულის 55%-ზე მეტი (14 ქულა და მეტი), კითხვის ნაწილში 60%-ზე მეტი (16 ქულა და მეტი), წერის ნაწილში 45%-ზე მეტი (12 ქულა და მეტი), ლაპარაკის ნაწილში 45%-ზე მეტი (12 ქულა და მეტი).
 
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა რომელიმე ნაწილში ზღვარი ვერ დაძლია, მას გამოცდა ჩაბარებულად არ ჩაეთვლება.
 
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. 
 
სახელმწიფო ენის გამოცდა6 დეკემბერს ჩატარდა და შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203