გორელოვკის N3 სკოლის მე-3 კლასელებმა შესწავლილი მოთხრობის პერსონაჟები როლური თამაშით გააცოცხლეს
05-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტექსტი - „ქარბუქუნა“ ინტერაქტიული მეთოდით - როლური თამაშის საშუალებით შეისწავლეს.

გაკვეთილი განსაკუთრებულად დინამიკური და შემოქმედებითი აღმოჩნდა: ბავშვებმა მოთხრობის პერსონაჟები გააცოცხლეს, სცენები თავად დადგეს და ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსი უკეთ გაიაზრეს და გაიგეს. 

ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლეთა ინტერესს, ავითარებს მათ კომუნიკაციის უნარს და ხელს უწყობს ტექსტის ღრმა გააზრებას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203