ობუჯის თემის N2 სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სოფლის ბარაქიანი შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით წარმოადგინეს
05-12-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკუთარი სოფლის ბარაქიანი შემოდგომა წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოება საინტერესო ღონისძიებით მოხიბლეს.

პატარებმა ფერადოვანი კომპოზიციებით, სეზონური ნობათითა და პატარა წარმოდგენებით სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს და შემოდგომა მთელი თავისი დიდებულებით წარმოაჩინეს, სოფლის სილამაზესა და ბარაქას კი ხოტბა შეასხეს.

ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს შრომას და ლამაზი ტრადიციების შენარჩუნებას. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების საინტერესოდ წარმართვაში მოსწავლეებს დაეხმარნენ  მასწავლებლები - მირანდა მოლაშხია, თამარა მაქაცარია, მზევინარ ქობალია და დარეჯან მოლაშხია, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203