
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები.
ახლახან, V კლასის მოსწავლეებმა - ნატა ფალიანმა და გიორგი გაბლიანმა ხელოვნების გაკვეთილზე, თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“ ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათი ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
იხილეთ ფოტოები: