
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
30 ნოემბერს, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის და ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ურთიერთთანამშრომლობით, გაიმართა სენაკელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სასწავლო-კვლევითი კონფერენცია, სადაც ქიმიის მიმართულებით გამარჯვება მოიპოვა ნოქალაქევის საჯარო სკოლის თემამ.
მოხსენება სახელწოდებით - „მენჯისა და ნოქალაქევის მინერალური წყლები“ კონფერენციაზე წარადგინეს მოსწავლეებმა - ანი კოღუამ და ნინი ჯიმშელეიშვილმა. თემის ხელმძღვანელი პედაგოგი ნაირა ბერულავა გახლავთ.
ნოქალაქევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებელს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და ულოცავს მათ ღირსეულ გამარჯვებას.
იხილეთ ფოტოები: