გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბიჭი და ძაღლის“ პერსონაჟთა ხასიათი და ემოციები როლური თამაშის დახმარებით გაითავისეს
04-12-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ და სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი - როლური თამაში, გარდა კომუნიკაციური უნარებისა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა: ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა, კრეატიულობა, ცოდნის ტრანსფერი- ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება. სიმულაციური თამაშები , მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სწავლებას. იზრედება მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და იმავდროულად ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ზრდას, არა მარტო პირადი წარმატებისათვის, არამედ მეგობართა წარმატებისთვისაც“,- აღნიშნავენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში და სასწავლო მეთოდს ხშირად მიმართავენ. 

სწორედ როლური თამაში შესთავაზა VI კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა ნინო ჯგერენაიამ.

მოსწავლეებმა ხალისითა და თამაშით შეძლეს არჩილ სულაკაურის მოთხრობიდან „ბიჭი და ძაღლი“ პერსონაჟების ხასიათის გახსნა, გაითავისეს შესწავლილი ნაწარმოების გმირთა ემოციები, გაუჩნდათ ემპათია, სწორად გადმოსცეს ტექსტის მთავარი სათქმელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203