
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანთლებლო ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატება.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა - მათე ტელეგამ და ანამარია ჯეჯომ „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებში იასპარეზეს წარმატებით.
მათე ტელეგა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელია შემდეგ საგნებში:
ანამარია ჯეჯომ კი ოქროს მედალი მოიპოვა ინგლისური ენის ოლიმპიადაში. მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა ადეიშვილი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დდაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებულ მონაწილეობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: