იყალთოს საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა
04-12-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის ბიბლიოთეკაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, (თავმჯდორე დ. შიშმანაშვილი), მოეწყო შეხვედრა შემოქმედ მოსწავლეებსა (V- XI კლ.) და სკოლის თანამშრომლებთან.

მსმენელთა წინაშე საკუთარი ლექსებით წარდგნენ როგორც მოსწავლეები (ი. ლაღიაშვილი, დ. მრელაშვილი, ნ. გულიაშვილი, ნ. გარსევნიშვილი, ა. შათირიშვილი, ლ. ფოცხვერაშვილი, დ. ყურაშვილი), ასევე მასწავლებლები (დ. შიშმანაშვილი, ე. ბოგკოველი).

დასასრულს, ე. სოთიროვმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო იყალთოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის, უდროოდ გარდაცვლილი ი.პაპალაშვილის პოეტური კრებული და წაიკითხა მისი რამდენიმე ლექსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203