დაბა მესტიის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიკენურ და მინოსურ ცივილიზაციებზე საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
04-12-2025

დაბა მესტიის N1 სკოლაში პრეზენტაციებს, როგორც სასწავლო მეთოდს ხშირად მიმართავენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები მიკენურ და მინოსურ ცივილიზაციებზე და წარადგინეს კლასში. 

მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ცოდნა გაიღრმავეს და ერთმანეთს გაუზიარეს. 

მინოსური (მისონური) ცივილიზაცია

დრო: ძვ. წ. 3000–1450

ადგილმდებარეობა: კუნძული კრეტი

მთავარი ქალაქი: ქნოსოსი

ძირითადი ნიშნები:

მშვიდობიანი, განვითარებული საზღვაო სახელმწიფო

ძლიერი ვაჭრობა ეგვიპტესთან და ახლო აღმოსავლეთთან

წერა: ლინეური A (ჯერაც ამოუხსნელი)

ხელოვნება: ფრესკები, ცხოველებისა და ბუნების მოტივებით

არქიტექტურა: დიდი, რთული სასახლეები ლაბირინთის მსგავსად

რელიგია: დედა-ღვთის კულტი, ბულ-კულტურა (ზარის ტრადიცია)

მიკენური ცივილიზაცია

დრო: ძვ. წ. 1600–1100

ადგილმდებარეობა: ბალკანეთის სამხრეთი, პელოპონესი

მთავარი ცენტრები: მიკენე, ტირინათი, პილოსი

ძირითადი ნიშნები:

სამხედრო სახელმწიფოს ტიპი

ძლიერი მეფეები („ვანაქსი“)

წერა: ლინეური B (დეკოდირებულია, ადრეული ბერძნული)

ციკლოპური გალავნები — უზარმაზარი ქვის კედლები

ოქროს სამარხები (აგამემნონის „საფლავის ნიღაბი“)

მონაწილეობა ტროას ომში (მითოლოგიური და ნაწილობრივ ისტორიული)“,- ვკითხულობთ მოსწავლეთა მომზადებულ პრეზენტაციაში, რომელიც მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203