
ქუთაისის N24 საჯარო სკოლა მოსწავლეებს გერმანული ენის სწავლებას საკლუბო მუშაობის ფარგლებში სთავაზობს.
რეგისტრაცია შეუძლიათ ამავე სკოლის V-XII კლასის მოსწავლეებს. მეცადინეობა კი ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს 14:00-დან 15:00 სთ-მდე. გერმანული ენის კლუბი განკუთვნილია დამწყებთათვის.
„დიახ! ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს! და ეს შესაძლებლობები თქვენთვისაა!
გამოგვყევით ერთად შევისწავლოთ გერმანული ენა!
მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე“,- ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.