
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში ხელოვნების პედაგოგის - ლანა ბაღიშვილისა და თვითმმართვლობის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი - „შემოდგომის ფერები“, რომელშიც მონაწილეობდნენ მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეები.
ბავშვებმა წარმოადგინეს საოცარი ნამუშევრები, რომლის უმეტესი ნაწილი იქვე შექმნეს სკოლის ეზოში, მათთვის სპეციალურად მოწყობილ გარემოში, საიდანაც კარგად ჩანდა შემოდგომის ბოლო დღის საოცარი ფერთა ჰარმონია.
იხილეთ ფოტოები: