
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პირთა უფლებების შესახებ. თარიღთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობები“.
მათი ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებზე, გამართეს დისკუსია, სასკოლო საზოგადოებას კი დაანახეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.