
მესტიის N1 საჯარო სკოლაში პრეზენტაციას, როგორც სასწავლო მეთოდს ხშირად მიმართავენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი საგანმანათლებლო ღირებულებით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, 26 ნოემბერს XI კლასში ბიოლოგიის სწავლა-სწავლებისას ჩატარებული პრეზენტაცია თემაზე - გენეტიკა. მემკვიდრული ცვალებადობა. მუტაციები.
თემის ფარგლებში, XI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები მუტაციებით გამოწვეულ გენეტიკურ დაავადებებზე.
●დუშენის დამბლა;
●ედვარდსის სინდრომი;
●მიკოკრცეფალია;
●კლაინფელტერის სინდრომი.
მსგავს აქტივობებს მნიშვნელოვანი როლი აქვს სასწავლო პროცესში, რადგან მოსწავლეები ცოდნას არა მხოლოდ ეუფლებიან, არამედ პრაქტიკულად იყენებენ და თავიანთი ნაშრომის პრეზენტირებასაც სწავლობენ.
იხილეთ ფოტოები: