
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია „მე და საზოგადოებაში“ განხორციელებული პროექტი - „მკითხველი ბიბლიოთეკაში“.
პროექტზე მე-4 კლასელებმა (სულ სამი მოსწავლე), პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს.
მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, იმსჯელეს რომ ბიბლიოთეკა არის თანასწორი და ხელმისაწვდომი რესურსი, რომელიც აუმჯობესებს წიგნიერებას (კერძოდ, მე-4 კლასის მოსწავლეების უნარებს) და ხელს უწყობს მუდმივი სწავლის კულტურას.
პროექტი მიზნად ისახავდა, მოსწავლეებმა აღმოაჩინონ ბიბლიოთეკის მნიშვნელობა, როგორც ცოდნის, სწავლისა და კულტურული დასვენების ადგილი; გააცნობიერონ კითხვის, წიგნების მოვლისა და ბიბლიოთეკის წესების დაცვის მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ სასკოლო საზოგადოებაში წიგნიერების გაღრმავებას.
მიზნის მისაღწევად კი პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა შემდეგი აქტივობები:
ყველა საკითხის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით შექმნეს რესურსი, რომელიც სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
პროექტი საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ადმინისტრაცია პედაგოგს მადლობას უხდის მრავალფეროვანი ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: