„მსოფლიოს ექვსი კონტინენტი“​ - გურძემის საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი
04-12-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და აქტივობას სთავაზობენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.  

10 ნოემბერს, VI კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი - „მსოფლიოს ექვსი კონტინენტი“, რომელსაც მასწავლებელი თეა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა. 

პროექტის მიზანი იყო კონტინენტების გაცნობა, ამოცნობა რუკაზე და გლობუსზე. ოკეანეების, ზღვების, ყურეების, სრუტეების, კუნძულების, ნახევარკუნძულების ობიექტების შესწავლა და აღწერა. მათი მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა.

მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის შედეგად წარმართეს პრეზენტაცია და დაამზადეს კონტინენტების მოდელი.

პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გაღრმავებაში და  შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203