
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო თავგადასავალია. კლასი ხელმძღვანელი ჟუჟუნა მარკოიძე პატარების როგორც საგნობრივ ცოდნაზე ისე შემოქმედებით განვითარებაზე.
ახლახან, პირველკლასელებმა სასკოლო ღონისძიებაზე წარმოაჩინეს ნიჭი და შესაძლებლობები.
I კლასის მოსწავლეები სოციალურურ-შემოქმედებით ღონისძიებას - „ხმად ქცეული ხელოვნება“, შეუერთდნენ.
როგორც კლასის ხელმძღვანელი გვეუბნება, ეს იყო მათი პირველი ნაბიჯი, პირველი ღონისძიება და ამაყია, რომ პატარებმა შესანიშნავად გაართვეს თავი.
„ეს იყო პირველი ღონისძიება ჩემი პატარებისთვის. მათი შიშნარევი და ღიმილიანი სახეები ძალიან ამაღელვებელი და სითბოს მომგვრელია ჩემთვის და მაძლევს უდიდეს მოტივაციას, რომ სულ წინ და წინ იარონ.
უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ასეთი შესაძლებლობისათვის. განსაკუთრებული მადლობა ციცინო გობაძესა და ირა ძირკვაძეს, რომლებმაც საშუალება მომცეს ფართო აუდიტორიის წინ წარგვედგინა ჩვენი ნამუშევარი. დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებსა და მშობლებს ხელშეწყობისა და გვერდში დგომიათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: